კომპანია საიტ სტუდიო ჩამოყალიბდა 2016 წელს. დღეისათვის იგი წარმოადგენს კვალიფიციური მენეჯერების, პროგრამისტების და ვებ-დიზაინერების ჯგუფს, რომელიც ქმნის ტექნოლოგიურად და ვიზუალურად თანამედროვე, ოპტიმალურ ვებ გადაწყვეტილებებს საქართველოში. ჩვენი მომსახურების სფერო მოიცავს ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის ვებ-გვერდების დამზადებას – პრომო (სავიზიტო) საიტებიდან მსხვილ კორპორატიულ პორტალებამდე, ბრენდინგს – ლოგოტიპებისა და კომპანიის კორპორატიული სტილის შემუშავებას, პოლიგრაფიულ მომსახურებას, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, IT მხარდაჭერას. ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევისას ჩვენ გპირდებით ოპერატიულად შესრულებულ, ხარისხიან პროდუქტს და აღებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებას, ვინაიდან ჩვენი მიზანია დამკვეთების კმაყოფილების დამსახურება და მათთან ხანგრძლივი, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. კომპანიის მისიაა ისეთი პროდუქტის შექმნა და გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომელიც იქნება ეფექტიანი მარკეტინგული ინსტრუმენტი ჩვენი დამკვეთებისათვის. საიტ სტუდია გახლავთ გამოცდილებისა და ახალგაზრდობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, წესიერებისა და სანდოობის ერთობლიობა. კომპანიის მისიაა ისეთი პროდუქტის შექმნა და გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომელიც იქნება ეფექტიანი მარკეტინგული ინსტრუმენტი ჩვენი დამკვეთებისათვის. საიტ სტუდია გახლავთ გამოცდილებისა და ახალგაზრდობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, წესიერებისა და სანდოობის ერთობლიობა..
როგორ ვმუშაობთ? ჩვენ ვიცით, რომ ვებ-საიტი არის არა მხოლოდ ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის ერთობლიობა, იგი წარმოადგენს კომპანიის ერთგვარ მიზნობრივ რეკლამას, რომელიც კომპანიის პრესტიჟის ამსახველია. შესაბამისად, იგი უნდა იყოს თანამედროვე და დახვეწილი, როგორც ტექნიკური ისე ვიზუალური მახასიათებლების (ფერთა გამა, შრიფტები, გრაფიკული გაფორმება) მხრივ. როგორ არ ვმუშაობთ! ჩვენთან ურთიერთობის დაწყებისას, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი საიტის შექმნა პროფესიონალებს მიანდეთ, თუ თვლით, რომ გაცილებით მეტი იცით ვებ-დიზაინის შესახებ, ვიდრე ჩვენმა სპეციალისტებმა და მიგაჩნიათ, რომ ვარდისფერ ფონზე ლურჯი ყვავილები კარგი გადაწყვეტილებაა, უკეთესი იქნება, როგორც თქვენთვის ისევე ჩვენთვის, თუკი თავიდანვე სხვა სპეციალისტებს გადააბარებთ ამ საქმეს. რატომ საიტ სტუდია? ჩვენ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი პირველ რიგში ესთეტიკურად მიმზიდველი და ჰარმონიულია. მასში გაერთიანებულია დამკვეთის სურვილები და ვებგვერდის დიზაინის შემუშავების საერთაშორისო სტანდარტები.